საქართველო ევროპისკენ მიდის. სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა დაივიწყა, რა არის ევროპული ღირებულებები. იმ ადამიანების გამოშვებას ითხოვს, ვინც პოლიციელზე ხელი აღმართა და ევროპული ღირებულებები უგულებელყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ინსტიტუტების ანგარიშებში წერია, რომ საქართველო განიცდის ეკონომიკურ აღმავლობას და სწორედ ეს დასკვნები პასუხობს გერმანიის ელჩის კითხვას, საით მიდის საქართველო.
„საით მიდის საქართველო, ეს დროებით საგამოძოებო კომისიაზე გამოჩნდა. გერმანიის ელჩი მობრძანდეს და საით მიდიოდა საქართველო 2003-2012 წლებში, მაშინ დაესვა ეს კითხვა. ის ჯოჯოხეთი, რაც საქართველოში იყო და საით მიდიოდა საქართველო, გერმანიის ელჩს მაშინ ეკითხა. საქართველო დღეს საით მიდის, მაგიდაზე ექნება ევროპის ინსტიტუტების დასკვნები და გადაშალოს. მას ამ კითხვაზე უპასუხებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ინსტიტუტები, სადაც წერია, რომ საქართველო დინამიურად განიცდის ეკონომიკურ აღმავლობას. საქართველო ევროპისკენ მიდის და სამწუხაროდ, გერმანიის ელჩმა დაივიწყა, რა არის ევროპული ღირებულებები. იმ ადამიანების გამოშვებას ითხოვს, ვინც პოლიციელზე ხელი აღმართა და ევროპული ღირებულებები უგულებელყო. როგორც მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს თავი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.