დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხს; 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.
სხდომაზე მიწვეულები არიან თორნიკე გერლიანი (განმეორებით) და იმედა მაისურაძე, გენერალი მამია ბალახაძე, უჩა გუგუჩია (ჩართვით).
სხდომაზე განმეორებითა არის დაბარებული გიორგი გახარიაც, რომელიც ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად ჩაერთვება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გახარიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია.
ცნობისთვის, 2019 წლის აგვისტოში, სოფელ ჩორჩანასთან, ქართულმა მხარემ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საპოლიციო საგუშაგო მოაწყო. საპასუხოდ, საოკუპაციო რეჟიმმა საზღვარი კილომეტრ ნახევრით გადმოიწია, დამატებითი საგუშაგოები მოაწყო და მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახადა.