არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„არაა გასაკვირი, რომ გიორგი გახარიას ეშინია საზოგადოებას უთხრას რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით და გაგვცეს პასუხი, რომ ეს იყო [საგუშაგოს ჩადგმა] მისი უგუნურობის შედეგად ჩადენილი, თუ განზრახ გაკეთებული. ცოტა ეჭვიც მეპარება, რომ ამგვარი დიდი ბოროტება უგუნურობით, ან შემთხვევით ჩაიდინოს ადამიანმა. ველოდებით თუნდაც ონლაინფორმატში [ჩართვას], რადგან პირადად ჩამოსვლა და კომისიაზე მოსვლა ვერ გაბედა“, – აღნიშნა წილოსანმა.
გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად ჩაერთვება.
კომენტარები