გახარიამ ჩორჩანას საკითხზე თუ ჩვენების მიცემა გადაწყვიტა, ეს მის სტრატეგიაში ჯდება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და თავის ამომრჩეველს პასუხები გასცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას მიმართ კითხვები მძიმეა და პასუხები უნდა გასცეს.
„ეს ისეთი სახის გადაწყვეტილებაა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულია, რაც რადიკალურ ოპოზიციას, ექსტრემისტებს ახასიათებს. გახარიას მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები იმისთვის იყო, რათა ამ დესტაბილიზაციის სცენარისთვის შეეწყო ხელი, მათ შორის ჩორჩანას თემაც იყო. ამ გადაწყვეტილებას შეიძლება, გამოეწვია არა მხოლოდ ის, რომ საქართველომ ტერიტორიის მილიონ მეტრზე მეტი დაკარგა დროებით, არამედ შეიძლება, ისეთი პროცესი განვითარებულიყო, რაც ომის ქარ-ცეცხლს განაახლებდა და საქართველოსთვის ეს მძიმე შედეგებით შეიძლება, დასრულებულიყო. გახარიამ ამ საკითხზე თუ ჩვენების მიცემა გადაწყვიტა, ეს მის სტრატეგიაში ჯდება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და თავის ამომრჩეველს პასუხები გასცეს. კითხვები მძიმეა და პასუხები უნდა გასცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.