სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე, რომელიც უპირისპირდება სხვა ქართველების ინტერესებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიასთან ოთარ ზურაბიშვილზე საუბრისას.
„პოლიტიკით დაავადებულ ხალხთა სექტა წარმოიშვა. იმის მაგივრად რომ ევროპაში მცხოვრები ჩვენი დიასპორელები (ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი) სამაგალითონი იყვნენ ყველასათვის, სალომე ზურაბიშვილის ძმა გადასულია ავანტიურისტულ მოქმედებებზე, რომელიც უპირისპირდება სხვა ქართველების ინტერესებს. ასეთი დამოკიდებულებების დისტრიბუცია ხდება სალომე ზურაბიშვილის ძმის და მისი მსგავსი დიასპორელების მხრიდან“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ქართველი ემიგრანტი „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ძმა საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს.