პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები