ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ვიყავი აქციაზე. პირველ რიგში ორგანიზატორებს უღრმესი მადლობა, კარგად დააორგანიზეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გააწვალა შსს-მ. ბოლო დღემდე არ აძლევდა უსაფრთხოების გარანტიას. მერე დილის 10-ზე გააკეთეთო, ჩვენ მიგიყვან-მოგიყვანთო, ბევრნი არ მოხვიდეთო, სხვას არავის შევუშვებთო.
მოკლედ, სისხლი გაუშრეს ორგანიზატორებს და აწვალეს; ახლაც აწვალებენ ტყე-ტყე მიყავთ მარშუტკებით ხალხი. რატომ????
რამდენიმე უფლებადამცველმა უარი განვაცხადეთ შსს-ს ტრანსპორტზე. ჩვენით მივედით და წამოვედით საკუთარ თავზე რისკის აღებით. მოვსინჯეთ. ამის ფუფუნება ყველას არ აქვს.
ახლა მოგიყვებით როგორ იყო:
მე და ურჩუხა ჩიტაძედან მივედით. იქ უკვე მობილიზებული იყო 50-მდე ადამიანი, მღვდლებიც. შორიდანვე მიცნეს მეძახდნენ სახელს და სარწმუნოების მოღალატეს და რაღაც ასეთებს, ოღონდ ზედმეტი უზრდელობის გარეშე. პოლიციელებმა შეშვებაზე უარი გვითხრეს. დავიწყეთ მოლაპარაკება, მეთქი ვინმე უფროსს დაუძახეთ, რეგისტრაციაგავლილები ვართ და ა.შ. უკან ფონზე რაღაც წამოძახებები გრძელდებოდა, ბაია პატარაია ყველას უფლებებს რომ არღვევს ისაა და ა.შ. ამასობაში უკნიდან ვიღაც სამოქალაქო სამოსში ჩაცმული ტიპი მოგვადგა. დასძახა პოლიციელებს შეუშვითო და ზურგში ხელი მკრა მეც და ურჩუხასაც. ასე აღმოვჩნდით ბარიერს მიღმა.
წინ ომბუდსმენის გოგოები შეგვხვდნენ. დასაკვირვებლად მოდიოდნენ შეკრებილ კონტრდემონსტრანტებთან.
აქციაზე მგონი ყველას ვიცნობდი. აქციის შთაბეჭდილებას არ დავწერ. მერე, სხვა დროს.
უკან წამოსვლა: კოორდინატორებმა თავიანთი ჯგუფები მოკრიბეს და ყვითელ მარშუტკებში გადაანაწილეს. ისე მისულები, დავრჩით და ზოგი ცალკე წავიდა, რამდენიმე ერთად. მშვენო მანქანაში ჩაჯდა. მე და ურჩუხა ფეხით ავედით და სადაც მოძრაობა გახსნილი იყო, ტაქსი გავაჩერეთ.
პ.ს. ყვითელი მარშუტკები სრულიად გაუგებარ ადგილებში დაყავს შსს-ს მაშინ როცა, აგერ ცენტრალურ ქუჩებში საერთოდ არაფერი ხდება და აქვე რომ ჩამოესვათ, არც არაფერი.
არ ვიცი კონტრაქციაზე რა ხდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 2013 აღარ განმეორდება. საზოგადოება გავიზარდეთ. მომავალ წელს შსს-მ დაცვა კი უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ყველა რეგისტრირებულისთვის აქცია უნდა იყოს ღია და წასვლა-მოსვლაც თავისუფალი. იმედია, ნელ-ნელა შეკრების თავისუფლების სრულ რეალიზებამდეც მალე მივალთ.
საქართველო იქნება დემოკრატიული ქვეყანა!”-წერს პატარაია.