პოლონეთმა ერთობლივი სასაზღვრო კონტროლის შემოღების შესახებ გერმანიის შეთავაზებაზე უარი თქვა.
მას შემდეგ, რაც პოლონეთმა ლიეტუვასა და გერმანიასთან სასაზღვრო კონტროლი შემოიღო, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა ვარშავას შესთავაზა, ერთობლივი სასაზღვრო კონტროლი შემოეღოთ.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უარყო გერმანიის შეთავაზება.
„გერმანიის მხარეს იქნება გერმანული კონტროლი, ხოლო პოლონეთის მხარეს – პოლონური. გერმანიიდან მინისტრი არ გვეტყვის, რა ვქნათ პოლონეთში“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი დამოუკიდებლად დაიცავს თავის საზღვრებს.
კომენტარები