აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას UFC-ის შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის ჩატარება თეთრი სახლის ტერიტორიაზე სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„წარმოიდგინეთ, ჩვენ UFC-ის ბრძოლის ჩატარებას თეთრი სახლის ტერიტორიაზე ვაპირებთ“, – თქვა ტრამპმა.
თეთრის სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ტრამპის გეგმები დაადასტურა და დაამატა, რომ პრეზიდენტი „ძალიან სერიოზულად უდგება ამ საკითხს“.
„ჩვენ ახლა თეთრ სახლთან მის ტერიტორიაზე UFC-ის ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – განუცხადა CNN-ს UFC-ის წარმომადგენელმა.
ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რომ ტრამპს UFC-თან და მის გენერალურ დირექტორთან, დანა უაითთან დიდი ხნის კავშირები აქვს.
ტრამპისა და უაითის მეგობრობა, როგორც მინიმუმ 2001 წელს დაიწყო, როცა უაითს UFC-ის ორთაბრძოლის გასამართად ფართი არ ჰქონდა. მაშინ ტრამპმა ღონისძიების ჩატარებისთვის უაითს ატლანტიკ სითიში მდებარე Trump Taj Mahal-ის შენობა დაუთმო.