რუმინეთის ქალაქ ბასკოვში კანოეთი სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 500-მეტრიანი დისტანცია 1:50.915 წამში დაფარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე წივწივაძემ აღნიშნულ ტურნირზე 200-მეტრიანი დისტანცია 40.803 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირში 30 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
კომენტარები