უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვში უარყოფენ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრის შესაძლებლობას.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ის მადლობელია რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრისა და ძალიან საფუძვლიანი საუბრისთვის.
„ვაფასებთ ყოველგვარ მხარდაჭერასა და ყოველ ლოცვას უკრაინაში მშვიდობისთვის. ვატიკანში ლიდერების დონეზე შეხვედრის წინადადება კვლავ ღია და სრულიად შესაძლებელია, რათა შეჩერდეს რუსული აგრესია და მიღწეული იყოს სტაბილური, მდგრადი და ნამდვილი მშვიდობა. ამჟამად, მხოლოდ მოსკოვი უარყოფს ამ წინადადებას, ისევე როგორც ყველა სხვა სამშვიდობო წინადადებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა რომის პაპს განსაკუთრებით უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა.