34 დაკავებული, მათ შორის რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორი. ამოღებულია დიდი ოდენობით და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ასევე: არარეგისტრირებული იარაღი და საბრძოლო მასალები. ეს შსს-ს მორიგი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგებია.
გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემა – დაკავებულები ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შავი ბაზრიდან იქამდე ამოიღეს, ვიდრე ღამის კლუბებში გაიყიდებოდა.
დაკავებულები ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან.
დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოლოგიური შემოწმების და ბოლო ერთი კვირის მონაცემები გაასაჯაროვა. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. მათგან 240-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაუდასტურდა, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას.
„ქრონიკის“ სიუჟეტი: