რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? – მობილური ტელეფონით კენჭისყრის შემდეგ, ოპოზიციას არჩევნების ლოტოტრონით ჩატარების იდეა გაუჩნდა. იდეის ავტორი მურმან დუმბაძეა. ამ აზრის გაზიარების შემდეგ დუმბაძე იმასაც ამატებს, რომ ლოტოტრონის პრინციპით არჩევნები სკოლის მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას ამჯერად ამომრჩევლის მოსყიდვაში ამხელს. ანა წითლიძე ირწმუნება, რომ მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში ვერავინ მოისყიდეს, ახლა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კარდაკარ დადიან და ქრთამის სანაცვლოდ არჩევნებში მხარდაჭერას ისევ სააკაშვილის პარტიის წევრებს სთხოვენ. წითლიძე ასევე აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია 2 თვის წინ ფარულად დაიწყეს.
„ქრონიკის“ სიუჟეტები:
კომენტარები