„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.
ამის შესახებ ანა წითლიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე განმარტებით, მიუხედავად გიორგი გახარიას შეცდომებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქტიურად განაგრძო მასთან თანამშრომლობა საკრებულოებში.
კომენტარები