საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციებით სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს.
იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტი დღეს ევროპას არ გამოხატავს და ამ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს.
„ჩვენ საბჭოთა კავშირი მოვინელეთ და როგორმე მოვინელებთ ასეთ რეზოლუციებსაც, რომელსაც სინამდვილეში, არანაირი ფასი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ევრობიუროკრატები, ამდენად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან. უკვე აღარ გვიკვირს და ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ევროპას არ გამოხატავს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
კომენტარები