ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიისგან სოლიდურ თანხებს იღებდნენ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
„ამ ზოგადმა ციფრებმაც აჩვენა, თუ რამხელა თანხები არის გამოყოფილი ამ ე.წ. არასამთავრობო სექტორისათვის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში არა იმ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდა, რაც შეიძლება ხალხს რეალურად აწუხებდეს, არამედ თავიდან ბოლომდე დაკავებული იყო პოლიტიკაში ჩარევის, მონაწილეობის და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ გადატრიალება-რევოლუციების პროპაგანდირება-ორგანიზებით“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიისგან სოლიდურ თანხებს იღებდნენ. ვებ-გვერდზე მითითებულია კონკრეტული თანხაც, რომელიც ორგანიზაციებს უკვე ჩაერიცხათ ან მომავალში ჩაერიცხებათ.