ერაყის ქალაქ ქუთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 61 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ხუთი ერთი ოჯახის წევრია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მაშველები შენობის სახურავზე მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.
დაკარგულად მიიჩნევა რამდენიმე ადამიანი. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
სავაჭრო ცენტრი ხუთი დღის წინ გაიხსნა.
კომენტარები