ბევრი დაბრკოლება შემხვდა ჩემი კარიერის განმავლობაში, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ – უნდა ვიბრძოლოთ, – განაცხადა თბილისში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ.
„ძალიან რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გამოხატო, უბედნიერესი ადამიანი ვარ, მსოფლიო ჩემპიონი ჩემი საყვარელი ხალხის წინაშე გავხდი. ყველა ქართველ სპორტსმენს ვუსურვებ ასეთ წარმატებას და ბავშვებს ვეტყვი, იშრომონ ბევრი. ამ წარმატების უკან ძალიან დიდი შრომაა, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.
კარიერის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ. ასაკი არის მხოლოდ ციფრები. ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს მთლიანად საქართველოს გამარჯვებაა“, – აღნიშნა სანდრო ბაზაძემ.
კომენტარები