„ლონდონაბადმა” უკვე „ფრანცისტანსაც” გადაასწრო, მაგრამ მანიაკალური აკვიატებით აგრძელებს „შეშფოთებული აღშფოთებების” ექსპორტირებას ყველგან, გარდა საკუთარი გახრწნილი სოციუმისა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ექსპერტის თქმით, დიდ ბრიტანეთში Ofcom-მა, რომელიც საინფორმაციო სივრცეში ცენზურის ფუნქციებს ახორციელებდა, ტიპიური დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფუნქცია შეიძინა.
„ბრიტანეთში საინფორმაციო სივრცეში ცენზურის ფუნქციებს ახორციელებდა Ofcom (Office of Communications) სახელით ცნობილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიღებული იქნა ჯერ კიდევ 2003 წელს საკმაოდ კეთილშობილური მიზნით – მოეხდინათ არასრულწლოვანთა (მათ შორის) დაცვა მათთვის ზიანის შემცველი ინფორმაციისაგან. მაგრამ, მხოლოდ მოქმედი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდში Ofcom-მა მიიღო ტიპიური დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ფუნქცია: ნებისმიერ ანტისამთავრობო თუ ანტიმიგრაციული ხასიათის სტატუსები სოციალურ ქსელებში იქნება ამოღებული, ხოლო მათი ავტორების თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.
ამ მიზნით უკვე შეიქმნა სპეციალური პოლიციური დანაყოფი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობის (მკვლელობები, გაუპატიურება, პედოფილები, ნარკოვაჭრობა და ა.შ.) ფონზე მოიცლის სოციალური “არასწორი” პოზიციის გამომხატველი მოქალაქეების დევნითა და დაკავებით. ამაში “ლონდონაბადმა” უკვე “ფრანცისტანსაც” გადაასწრო, მაგრამ მანიაკალური აკვიატებით აგრძელებს “შეშფოთებული აღშფოთებების” ექსპორტირებას ყველგან, გარდა საკუთარი გახრწნილი სოციუმისა. Ofcom-ის გამკაცრებული ზომების მიღების “დედლაინი” გუშინ ამოიწურა და დღეიდან დავტკბეთ “გასაოცარი” ბრიტანული დემოკრატიით.
P.S.: გირჩევთ ბოლომდე უყუროთ ამ თემაზე კომენტარებში მოყვანილ ვიდეოს იუთუბზე, გინდ ინგლისურად, გინდ თქვენთვის სასურველი სუბტიტრებით (არ დაგავიწყდეთ ამ ფუნქციის ჩართვა) – წერს დავით ქართველიშვილი.