კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის (FIBA Europe) პრეზიდენტი, ხორხე გარბახოსა და აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვიქტორ სანიკიძესა და გენერალურ მდივანს, ლაშა გამყრელიძეს მისალოცი წერილით მიმართავენ.
„FIBA Europe-ის სახელით, გვსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მისი ყოფილი მწვრთნელის, ილიას ზუროსის, ღირსეულად მოპოვებული საპატიო ჯილდო – ღირსების ორდენი.
ეს აღიარება წარმოადგენს ნათელ დასტურს იმ განსაკუთრებული პროგრესისა, რაც ქართულმა კალათბურთმა განიცადა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლით და ისტორიული მიღწევით – მოხვედრით 2023 წლის FIBA-ს კალათბურთის მსოფლიო თასის საუკეთესო 16 ნაკრებს შორის. ეს ასევე ასახავს ფედერაციის ძლიერ ლიდერობასა და წარმატებისაკენ გრძელვადიან სწრაფვას.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა ამ საამაყო მიღწევისათვის და მადლიერება ქართული კალათბურთის საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო აღმატებულ დონეზე აყვანის მუდმივი ძალისხმევისათვის“, – ნათქვამია წერილში.