ისრაელი იზოლაციის საფრთხის წინაშეა და ბერლინი ცდილობს ამის თავიდან აცილებას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა, ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ისრაელმა ყოველთვის უნდა იპოვოს მეგობრები, პარტნიორები და მხარდამჭერები საერთაშორისო საზოგადოებაში და ამ სიტუაციაში ეს საფრთხეშია. თუ არსებობს ერთი ქვეყანა, რომელსაც ამის თავიდან აცილება აკისრია, მაშინ ჩემი აზრით, ეს გერმანიაა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვადეფულმა ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას „წარმოუდგენელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა აჩვენოს, პალესტინის ტერიტორიაზე „გაძევების“ და „ანექსიის“ პოლიტიკას არ ახორციელებს. იოჰან ვადეფულმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს ეკისრება პასუხისმგებლობა, ღაზაში ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება სწრაფად, უსაფრთხოდ და საკმარისად შეიტანოს, რათა თავიდან აიცილოს მასობრივი სიკვდილიანობა.