აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ატომური წყალქვეშა ნავების გაგზავნის გადაწყვეტილება ამერიკელი მოქალაქეების დაცვის სურვილით არის მოტივირებული და რომ აშშ-მა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
„უბრალოდ სიფრთხილე გვმართებს. გაჟღერდა მუქარა, რაც მიუღებლად მივიჩნიეთ, ამიტომაც დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედო. ამას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ვაკეთებ. მუქარა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გააჟღერა და ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ. მედვედევი ბირთვულ იარაღზე საუბრობდა. როდესაც ბირთვულ იარაღზე საუბრობენ, მზად უნდა იყო. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებების შემდეგ, მან ბრძანება გასცა, გაეგზავნათ ორი ატომური წყალქვეშა ნავი „შესაბამის რეგიონებში“.