❗️ “ვიწყებთ სამართლებრივ დავას რუსული კლუბის და ფეხბურთელის წინააღმდეგ” – ნათქვამია “ორბის”ოფიციალურ განცხადებაში.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა ვახო ბედოშვილმა კარიერა რუსულ ნიჟნი ნოვგორდში გააგრძელა.
ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ ორბის საკუთრება იყო, რომელიც განცხადებას ავრცელებს, რომ ვახო ბედოშვილმა კონტრაქტი წესების დარღვევით გაწყვიტა, რის გამოც ფიფაში სამართლებივ დავას იწყებენ.
🔘 “ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21- წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან.”
🔘 “ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.”
🔘 “რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში – პარი ნიჟნი ნოვგოროდში.
🔘 “როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.”
🔘 “შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ.”
ვახო ბედოშვილმა ნიჟნი ნოვგოროდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
❗️ “ვიწყებთ სამართლებრივ დავას რუსული კლუბის და ფეხბურთელის წინააღმდეგ” – ორბის ოფიციალური განცხადება 📝
საქართველოს…
Posted by Geo Team on Monday, August 4, 2025