ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს პალესტინის აღიარებას, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან შეხვედრისას ევროპული ქვეყნების მზაობას პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით.
ჯეი დი ვენსმა იმედი გამოთქვა რომ დიდი ბრიტანეთი მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ არ გვაქვს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმები. არ ვიცი, რას ნიშნავს პალესტინის სახელმწიფოს რეალური აღიარება იქ ფუნქციური მთავრობის არარსებობის გათვალისწინებით. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ „ჰამასი“ არასდროს დაესხას თავს მშვიდობიან მოსახლეობას, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს „ჰამასის“ განადგურებით უნდა მოხდეს“, – თქვა ვენსმა.
კომენტარები