ჩვენ არ ვაპირებთ ღაზის ოკუპაციას, ჩვენ ვაპირებთ ღაზა „ჰამასისგან“ გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეს დაეხმარება ისრაელს გაათავისუფლოს მძევლები და უზრუნველყოს, რომ ღაზა მომავალში აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის.
„ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ ღაზა „ჰამასისგან“. ღაზა იქნება დემილიტარიზებული და დამყარდება მშვიდობიანი სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება პალესტინის ადმინისტრაცია, არც „ჰამასი“ და არც სხვა ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაცია“, – წერს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 5-პუნქტიანი ინიციატივა ომის დასასრულებლად, სადაც საუბარია „ჰამასის“ განიარაღებაზე, მძევლების დაბრუნებაზე, ღაზის სექტორის დემილიტარიზებაზე და მასზე ისრაელის უსაფრთხოების ძალების კონტროლის გავრცელებაზე, ასევე ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე.