უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის არ ემზადება.
„პუტინი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკასთან შეხვედრა საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს და შემდეგ ისევ ისე გააგრძელოს მოქმედება, როგორც ადრე. უკრაინაზე ზეწოლა განაგრძოს ისევ ისე, როგორც ადრე. არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა ომისშემდგომი სიტუაციისთვის მზადების სიგნალები მიიღეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ რუსები თავიანთ ჯარებსა და ძალებს ისე გადაადგილებენ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყონ.
„თუ ვინმე მშვიდობისთვის ემზადება, ის ასე არ მოქმედებს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორების ინფორმირებას ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარების, დიპლომატიისა და რუსეთის სამომავლო გეგმების შესახებ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.