თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ გლდანს, გლდანის II, VII, VIII მიკრორაიონებს, გლდანის ხევის დასახლებას, კაჭარავას, ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის და ანდრონიკაშვილის ქუჩებს, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს უბანს, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩებს, ცოტნე დადიანის 34-ს, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, ვახტანგ მახალდიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, სანერგის, ცინცაძის და იმერეთის ქუჩებს, ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩებს, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, პეკინის გამზირს (ნაწილობრივ), ჟღენტის (ნუცუბიძე), ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ინტენსიფიკაციის და კოსტავას ქუჩებს.
10:00-დან 17:00 საათამდე, ერთსაათიანი მონაცვლეობით ელექტრომომარაგება შეუწყდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიას და გორდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე ორსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კამანის ჩიხის, დელისის III ქუჩის, ნადარეიშვილის და კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის და დავითაიას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე – ლამის, პისარევის, სიღნაღის, დავითაშვილის, ბერიაშვილის და ტერენტი გრანელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ამასთან, 10:00-დან 12:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება პეკინის გამზირს (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.