ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ომის დასრულების თაობაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი საზეიმოდ აღნიშნა.
„ის, რაზეც ამ ეტაპზე შევთანხმდით, მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ“, – აღნიშნა ირანის ლიდერმა.
პეზეშკიანის თქმით, მიუხედავად დროებითი შეთანხმებისა, თეირანი „ყველა შესაძლო სცენარისთვისაა მზად“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა ისტორიულად ისწავლა „არასოდეს დაემორჩილოს დამცირებას“.
კომენტარები
