გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური აჩუქა. ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს არის მერცის საჩუქარი ტრამპის დაბადების დღისთვის. 14 ივნისს თეთრი სახლის ლიდერს 80 წელი შეუსრულდა.
საფეხბურთო მაისურის უკანა მხარეს ტრაპის გვარი და რიცხვი 47 აწერია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტია.
გერმანიის კანცლერმა ტრამპს მაისური საფრანგეთის ქალაქ ევიანში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე აჩუქა.
კომენტარები
