“მივესალმებით იმ თანამშრომლობას, კეთილგანწყობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და სერბეთს შორის არის,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“ძალიან საინტერესო თემებზე და გადაწყვეტილებებზე იქნება საუბარი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ ვიზიტს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ თანამშრომლობას, კეთილგანწყობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და სერბეთს შორის არის. უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური შესაძლებლობების გაღრმავება. ჩვენმა შესაბამისმა სამინისტრომ აწარმოა მოლაპარაკებები თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე”, – განაცხადა ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
