პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვის წინააღმდეგია.
„ბუდაპეშტი? შესაძლოა, ყველას არ ახსოვს, მაგრამ 1994 წელს უკრაინამ ბუდაპეშტში აშშ-სგან, რუსეთისგან და გაერთიანებული სამეფოსგან ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები მიიღო. შესაძლოა, მე ცრურწმენების მჯერა, მაგრამ სხვა ადგილს მოვძებნიდი“, – დაწერა ტუსკმა.
ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზარი შედგა მას შემდეგ, რაც ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას უნგრეთმა გამოხატა ინტერესი, რომ უმასპინძლოს პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს.