ერთნი შედიან დამარცხებულ ბრძოლაში – „ლელო“-გახარიას ქორწინების სახით და მეორენი – „დედა-ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალი გვარამია, ემზადებიან „დიდი რევოლუციისთვის“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატებზე.
„რასაც ამბობს „ლელო“ თუ გახარია, ყველაფერი უკუღმა ხდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი არის კლასიკური მაგალითი. აყვავებას ჰპირდებოდა წალენჯიხელებს „ლელო“ და ხაზარაძე და მერე დასჯერდით მარტო იმას, რომ მარტო გასაბერი აუზი გაჩუქეთო, – ეს უთხრა ბოლოს.
კანდიდატზე ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა უალტერნატივო, აპოლიტიკური, ხალხს რომ უყვარს და ასე შემდეგ. დაასახელეს კანდიდატი, არამც თუ ხალხს არ უყვარს, არამედ საერთოდ ცნობადობა არ აქვს ამ ადამიანს. პოლიტიკურად გაკოტრებულია „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, თუმცა აქაც გაყოფილები არიან. ერთნი შედიან დამარცხებულ ბრძოლაში – „ლელო“-გახარიას ქორწინების სახით და მეორენი – „დედა-ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალი გვარამია ემზადებიან „დიდი რევოლუციისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.