რასაც ჩვენ ვხედავთ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რადიკალების მხრიდან, არ ჯდება არცერთ ღირებულებათა სისტემაში, რომელიც აღიარებულია ცივილიზებულ საზოგადოებაში,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
„არსებობს მორალური, ზნეობრივი ღირებულებები და სტანდარტები. თუმცა, ის რასაც ჩვენ ვხედავთ ბატონ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რადიკალების მხრიდან, ეს არ ჯდება არცერთ ღირებულებათა სისტემაში, რომელიც შეიძლება იყოს აღიარებული ცივილიზებულ საზოგადოებაში. ეს არის ამაზრზენი დამოკიდებულება, ფაქტი“,- განაცხადა ჭეიშვილმა.
კომენტარები