“ჩემი ძალაუფლება არის ის რომ ხალხი მენდობა და ჩემს სიტყვას აქვს ფასი და სანამ ამას ვგრძნობ ვალდებულება გამაჩნია ამ ხალხს ვემსახურო”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “საზპგადოებრივი მაუწყებელის” ინტერვიუში.
“გავიხსენოთ რა ქვეყანა გადმომებარა 2012 წელს. ჩემს წერილშიც საინტერესოდ გავიხსენე ის პერიოდი. საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ ერთი კაცის ხასიათზე იმართებოდა ქვეყანა. ელიტარულ კორუფციას ინაწილებდა ერთი გუნდი. ბიზნესსზე ძალადობდნენ, ადამიანის უფლებები ნულს ქვემოთ იყო, იჭერდნენ, ართმევდნენ, იჭერდნენ, კლავდნენ, ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. აუტანელი იყო მდგომარეობა. საქართველოში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ხალხი ჩურჩულით საუბრობდა. არავის არაფრის უფლება არ გააჩნდა. ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო გადავწყვიტე და პოლიტიკაში მოვედი. ჩემი ცხოვრების წესით წარმოუდგენელი იყო პოლიტიკაში მოსვლა. თქვენ უნდა ნახოთ დღეს როგორი მდგომარეობაა. ჩემი ძალაუფლება არის ის რომ ხალხი მენდობა და ჩემს სიტყვას აქვს ფასი და სანამ ამას ვგრძნობ ვალდებულება გამაჩნია ამ ხალხს ვემსახურო”-განაცხადა ივანიშვილმა.