დღეს შესრულდა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 30 წელი. კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ამიტომაც მას არ უნდა ცვლიდნენ ცალკეული ხელისუფლებები და ის არ უნდა იყოს მორგებული ვინმეზე „საპოჟნიკის“ მიერ „კალაპოტზე“ შეკერილი და მერე დროდადრო საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეკეთებული ფეხსაცმელივით. როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის ავტორიტარული ხელისუფლება, – წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
გვენეტაძის განცხადებით, 2018 წლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები აღარ განხორციელებულა და ის ცალსახად ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობას.
„დღეს შესრულდა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 30 წელი. კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ამიტომაც მას არ უნდა ცვლიდნენ ცალკეული ხელისუფლებები და ის არ უნდა იყოს მორგებული ვინმეზე „საპოჟნიკის“ მიერ „კალაპოტზე“ შეკერილი და მერე დროდადრო საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეკეთებული ფეხსაცმელივით. როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილის ავტორიტარული ხელისუფლება და რომელიც თავისი შეხედულებისამებრ ლამის ყოველ შაბათ-კვირას ცვლიდა და საკუთარ თარგზე ირგებდა ქვეყნის ძირითად კანონს, რაშიც მას ცალსახად მხარს უჭერდნენ გარე პატრონები, რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მიშა დასვეს იქ, სადაც მას 9 წლის განმავლობაში კონსტიტუცია კი არა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ამიტომაც, კონსტიტუციას ის და მისი ხროვა როგორც უნდოდა ისე ჭრიდა და კერავდა.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა ისევ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ გამოისობით, რათა შექმნილიყო კომისია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტთან შესაბამისობაში მოიყვანდა სააკაშვილის ხროვის მიერ შეურაცხყოფილ და შეკრეჭილ-შემოკრეჭილ კონსტიტუციას.
მართლაც მიღებული ცვლილებების შემდეგ, 2018 წლიდან დღემდე ერთხელაც არ შეცვლილა საქართველოს ძირითადი კანონი და ის ცალსახად ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის სრულყოფას და განმტკიცებას“, – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
დღეს შესრულდა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 30 წელი. კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი. ამიტომაც მას არ უნდა…
Posted by ედიშერ გვენეტაძე on Sunday, August 24, 2025