აშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა იყო. მედიის ცნობით, არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ამჟამად უცნობია.
სამართალდამცველების ცნობით, ამჟამად საფრთხე აღარ არსებობს, რადგან დაღუპულია თავდამსხმელი, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დანაყოფები. მომხდარის შესახებ აცნობეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
კომენტარები