უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„გავაგრძელებთ ჩვენს საომარ მოქმედებებს ზუსტად ისე, როგორც უკრაინის დაცვისთვის არის საჭირო. ძალები და რესურსები მზადაა. დაგეგმილია ახალი, ღრმა დარტყმები“, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რა იარაღით განხორციელდება ეს დარტყმები.
კომენტარები