უკრაინელი სამართალდამცველები უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფოტომასალას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ მკვლელობაში რუსული კვალი იკვეთება.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი კურიერის მსგავსად იყო აღჭურვილი და პოლიტიკოსის მკვლელობისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
ანდრეი პარუბი ლვოვში 30 აგვისტოს რვა გასროლით მოკლეს. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.
კომენტარები