მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის, სწორედ იმ პროფილით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სწორედ იმ პროფილით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ბევრი რამის გაძლიერება არის შესაძლებელი სამსახურში და მამუკა მდინარაძე წარდგება პარლამენტის და საზოგადოების წინაშე შესაბამისი გეგმებით. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ლიდერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდება“, – განაცხადა პრემიერმა.