საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის საუბარი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
„ემანუელ მაკრონმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ირაკლი ყურაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობის განმტკიცების მზაობა გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
🇬🇪🇫🇷საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს…
Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on Monday, September 1, 2025