გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჯარების განლაგების საკმაოდ ზუსტი გეგმა აქვს.
ბორის პისტორიუსის თქმით, ასეთი საკითხების საჯაროდ განხილვა, ვიდრე კიევი და მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორია.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საერთოდ არ აქვს იურისდიქცია ან კომპეტენცია ჯარების განლაგების საკითხში, მიუხედავად იმისა, ვისთვის ან რისთვის, მე ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი ასეთი მოსაზრებების ნებისმიერი ფორმით დადასტურებისა ან კომენტარის გაკეთებისას“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ამასთან, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მსჯელობები იმის შესახებ, თუ „რა შეიძლება იყოს შესაძლებელი, რა პირობებითა და დათქმებით შეიძლება რაიმეს წარმოდგენა“.