ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხვალიდან 60 000 რეზერვისტის თანდათანობით მობილიზაციას დაიწყებენ.
ჯარისკაცები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განლაგდებიან. უმეტესობა, დაახლოებით 40 000-50 000 ჯარისკაცი ვალდებული იქნება, სამსახურში გამოცხადდეს 2 სექტემბერს. მეორე ტალღის მობილიზაცია დაგეგმილია ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო მესამე ტალღის – 2026 წლის თებერვალ-მარტში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებით 30-40 დღით გაახანგრძლივა რეზერვისტთა სამსახური 20 000 რეზერვისტისთვის, რომლებიც ამჟამად მსახურობენ.
კომენტარები