სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ევროკავშირი „ჭის ფსკერზე მყოფ გომბეშოს“ შეადარა.
„ჟურნალისტები ალბათ იცინებენ, მაგრამ თქვენს პრესმდივანს [დიმიტრი პესკოვს] ერთი ამბავი მოვუყევი გომბეშოზე. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ, ევროკავშირში, იმ გომბეშოს მსგავსად ვართ, რომელიც ჭის ფსკერზე ზის. და ვერ ვხედავთ, რა ხდება ზემოთ“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
„მაგრამ სამყარო სრულიად განსხვავებულია. და ხანდახან ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ, ვერ ახერხებს მოძრაობაზე რეაგირებას“, – დასძინა რობერტ ფიცომ.
კომენტარები