ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისთვის.
რუტემ ასევე ახსენა ბოლოდროინდელი ინციდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირებით – ბორტის GPS სიგნალი გათიშული იყო და ამაში რუსეთს ადანაშაულებენ.
მისი თქმით, ნატო ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება და მუშაობს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.
„ყოველთვის მეზიზღებოდა სიტყვა „ჰიბრიდული“, რადგან ეს ისე საყვარლად ჟღერს, მაგრამ „ჰიბრიდული“ სწორედ ეს არის: კომერციული თვითმფრინავებისთვის ხელის შეშლა პოტენციურად კატასტროფული შედეგებით, ნატოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში მსხვილი მრეწველის მიმართ მკვლელობის მცდელობა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე თავდასხმა. ეს არ არის პატარა, უმნიშვნელო ინციდენტები. ეს არის უზარმაზარი ინციდენტები, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ“, – განაცხადა მან.