მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი იღუპება. ისინი ამერიკელები არ არიან, მაგრამ არიან რუსები და უკრაინელები, და ეს არის ათასობით ადამიანი და ეს არის ომი, რომელსაც აზრი არ აქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ეს კიდევ უფრო მაწუხებს, რადგან [2020 წლის] არჩევნები მთლიანად გაყალბდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ამის თქმა შემიძლია და ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ, რათა ხალხმა იცოცხლოს“, – დასძინა მან.
Trump:
I am very disappointed in Putin. We will be doing something to help people live.pic.twitter.com/wA8mNA9Sib
— Clash Report (@clashreport) September 2, 2025