პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს. მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
„თვითონ სუსზე მინდა ვთქვა – ორგანიზაცია არის საკმაოდ ჩამოყალიბებული და დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო სტაბილურად არის, თუ ეს მსოფლიო დონის გამოწვევები საქართველოს ნაკლებად შეეხო, ეს პროფესიონალური გუნდის დიდი დამსახურებაა. მამუკა მდინარაძეს ასეთი გუნდის მართვის კარგი გამოცდილება აქვს. სადაც იყო მამუკა დღემდე, ყველგან თავი გამოიჩინა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელად დამტკიცდება, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ირაკლი კირცხალია უხელმძღვანელებს.