მარსელის ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ გაანეიტრალა.
თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ რაიონში, ადგილობრივი დროით 14:45 საათზე მოხდა.
თავდამსხმელი სასტუმროდან თანხის გადაუხდელობის გამო გაუშვეს, რის შემდეგაც ის სასტუმროს წინ მდებარე რესტორანში შევარდა და ადამიანებს დანით დაესხა თავს. პოლიციამ ის ადგილზე გაანეიტრალა.
დაშავებულია სასტუმროს მენეჯერი, მისი შვილი და ერთი სტუმარი. ასევე ორი ადამიანი, რომლებიც რესტორანში იმყოფებოდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი ოთხი მძიმედ დაშავდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისის მოქალაქე იყო და საფრანგეთში ლეგალურად იმყოფებოდა.
კომენტარები