გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
„შავ სიაში“ შეყვანილია „ახმატ კადიროვის ფონდი“ და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა.
ახალ სასანქციო სიაში სულ 11 ფიზიკური და იურიდიული პირია. მათ შორის არიან ახალგაზრდული გაერთიანება „პირველების მოძრაობა“ და ორგანიზაცია „გამარჯვების მოხალისეები“, ასევე თათრეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ლეილა ფაზლევა, თათრეთის ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრი ინატ სადიკოვი, ჩეჩნეთის სპეცრაზმის მეთაური ზამიდ ჩალაევი და „ახალგაზრდული ფედერალური ცენტრის“ ხელმძღვანელი ვალერი მაიოროვი.
კომენტარები