აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლადჩამოსული თავდაცვის ატაშე – პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი.
ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა აშშ-საქართველოს შორის.
კომენტარები