უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიულ დათმობებს არ დათანხმდება და ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება.
„ზოგიერთისთვის ეს უბრალოდ ტერიტორიაა, ჩვენთვის კი ეს ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ისტორია და ჩვენი კონსტიტუციაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინული მიწების ოკუპაციას მომავალშიც არ გააგრძელებს.
„მან ძალიან ბევრჯერ მოგვატყუა, ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია მისი ნდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია პუტინს ტერიტორიები დავუთმოთ“.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს თავისი სამხედრო მოსამსახურეების უზარმაზარი დანაკარგი აქვს, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთმა დონბასის 30%-ის ოკუპაციაც კი ვერ შეძლო.